loader

ფეხბურთელმა არბიტრი გაფრთხილებისთვის სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთელმა არბიტრი გაფრთხილებისთვის სცემა

ლიბანის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ისეთი ამბავი მოხდა, ნახვად ნამდვილად ღირს - კლუბ "ალ ნაჰდას" ფეხბურთელმა არბიტრი გაფრთხილებისთვის სცემა.

"ალ ნაჰდასა" და "ალ სალამ ზღართას" შეხვედრის მიმდინარეობისას არბიტრმა ერთ-ერთ მოთამაშეს "ყვითელი" აუფრიალა და მწარედაც ინანა. დასჯილმა ფეხბურთელმა მსაჯს რამდენჯერმე გამეტებით ჩაარტყა.

საინტერესო ისაა, რომ მატჩზე მყოფი წესრიგის დამცველები, მათ შორის, ავტომატიანი სამხედროები, ინციდენტში კარგა ხანს არ ერეოდნენ. აქეთ-იქით უმწეოდ მორბენალი მსაჯის გამოსარჩლება, თავის მხრივ, არც "ალ სალამ ზღართას" ფეხბურთელებმა მოინდომეს.

www.sportall.ge