loader

ვაზიანის ბაზაზე ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის დალუქული აპარტამენტები გახსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაზიანის ბაზაზე ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის დალუქული აპარტამენტები გახსნეს

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზა დაათვალიერეს. მინისტრებმა ბაზაზე არსებული ლაზარეთი, ყაზარმები, სასადილო დაათვალიერეს. მათ ასევე მოინახულეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის აპარტამენტები, რომელიც ბაზაზეა განთავსებული და აქამდე დალუქული იყო.

ბაჩო ახალაიასა და გიგი კალანდაძის აპარტამენტები მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ერთმანეთის გვერდით არის განთავსებული და რამდენიმე მოზრდილი ოთახისგან შედგება. ყოფილი მაღალჩინოსნების კაბინეტებს აქვს მოსასვენებელი და შესაბამისად მოწყობილი სამზარეულო ოთახებიც. აპარტამენტებში თანამედროვე, ძვირად ღირებული ავეჯი და საოჯახო ტექნიკაა განთავსებული. 

როგორც მინისტრებმა ბაზის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღეს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოწესრიგდეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ ერთობლივად დაეთვალიერებინათ და შეესწავლათ ყველა ის პრობლემა, რაც სამხედრო ბაზებზე ამ დროისათვის არსებობს.