loader

ორთაჭალაში ნარკოდანაშაულში ბრალდებული მაკედონიის მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორთაჭალაში ნარკოდანაშაულში ბრალდებული მაკედონიის მოქალაქე დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული მაკედონიის რესპუბლიკის მოქალაქე ივან ს. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მაკედონიის მოქალაქე ცხელ კვალზე, ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას 150,05 გრ გამომშრალი "მარიხუანა" აღმოაჩნდა. ნარკოტიკული საშუალება დაკავებულმა საქართველოში მაკედონიიდან, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოიტანა.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.