loader

რუსი მსახიობი ანდრეი პანინი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი მსახიობი ანდრეი პანინი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში 50 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი მსახიობი ანდრეი პანინი. პოლიციის ინფორმაციით, სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ის დაეცა და თავი იატაკს დაარტყა.

პანინი, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, საკუთარ სახლში მეგობარმა აღმოაჩინა.

საქართველოში ანდრეი პანინი განსაკუთრებით ცნობილი სერიალ "ბრიგადაში" შესრულებული როლით გახდა. ის ასევე მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: "მზით გათანგულნი 2", "ქორწილი" და "დედა, არ იდარდო".

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე