loader

გურამ დონაძემ რობაქიძის საქმის ვიდეომასალა დიდი ბრიტანეთის საელჩოს გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ დონაძემ რობაქიძის საქმის ვიდეომასალა დიდი ბრიტანეთის საელჩოს გადასცა

შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დიდი ბრიტანეთის საელჩოში მიიტანა.

როგორც გურამ დონაძემ განაცხადა, წერილით მიმართავს ბრიტანეთის საელჩოს და სთხოვს, რომ აღნიშნული ვიდეომასალა "სკოტლანდ იარდს" გადაუგზავნოს ექსპერტიზაზე. დონაძე აცხადებს, რომ ენდობა "სკოტლანდ იარდის" საექსპერტო ბიუროებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ კითხვებზე "სკოტლანდ იარდის" საექსპერტო ბიუროები გასცემენ ადეკვატურ პასუხს. ვენდობი მათ შენიშვნებს და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ზუსტი პასუხები - იარაღის გასროლიდან იარაღის პოვნამდე და ბუტა რობაქიძის გარდაცვალებამდე არის თუ არა მასალა უწყვეტი", - განაცხადა დონაძემ.