loader

ჰამბურგში დაღუპული დავით მარდიანის მამა გერმანელ პროკურორს არაობიექტურ გამოძიებაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰამბურგში დაღუპული დავით მარდიანის მამა გერმანელ პროკურორს არაობიექტურ გამოძიებაში ადანაშაულებს

2010 წელს ჰამბურგში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, დავით მარდიანის მამა იური მარდიანი გერმანელ ექიმებსა და პროკურორს გამოძიების არაობიექტურად ჩატარებაში, ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაციაში არაკანონიერ ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

იური მარდიანი და მისი ახლობლები გერმანიის საელჩოსთან შეიკრიბნენ, სადაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ 2010 წელს ჰამბურგში დავით მარდიანს თავი არ მოუკლავს, არამედ ის მოკლეს, ხოლო მისი ორგანოები ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენეს, რითაც გერმანელებმა ხელი შეუწყვეს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის მაფიას.

როგორც იური მარდიანმა განაცხადა, მან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები წარუდგინა მთავარ პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს. სისხლის სამართლის საქმე დაწყებულია.

მარდიანის განცხადებით, საქმეში უკვე ჩაერთო გერმანიის სახალხო დამცველის აპარატი. როგორც იური მარდიანი აცხადებს, მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმე ამ დრომდე იმიტომაც ვერ გაიხსნა, რომ არ აქვს ფინანსური საშუალება, რათა ჩატარდეს დნმ-ის ანალიზი. იური მარდიანის განცხადებით, მისი შვილის, დავით მარდიანის სხეულის ორგანოები ექსპერტიზის ბიუროში ინახება და თუკი ჩატარდება დნმ-ის ანალიზი, ნათელი გახდება, რეალურად დავით მარდიანმა თავი მოიკლა თუ მოკლეს.

მარდიანის მტკიცებით, მისი შვილი ადამიანის ორგანოებით ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. მისივე ინფორმაციით, ჰამბურგის ციხეში მისი შვილის გარდა, კიდევ ორი ადამიანი ანალოგიური მიზეზით დაიღუპა, რომელთაგან ერთი გერმანიის, ხოლო მეორე ინდოეთის მოქალაქეა.