loader

აფხაზეთსა და ცხინვალში ოკუპაცია არ არის - ვალერი ხაბურძანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზეთსა და ცხინვალში ოკუპაცია არ არის - ვალერი ხაბურძანია

უშიშროების ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ოკუპირებული არ არის, - ამის შესახებ ვალერი ხაბურძანიამ "მაესტროს" გადაცემა "პრეს-პრესში" განაცხადა.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მხარდაჭერილ სეპარატიზმთან. ოკუპაცია, კლასიკური გაგებით ამ ტერიტორიებზე არ არის. იქ არის სეპარატისტული ხელისუფლებები, რომლებმაც ჩვენგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და მათ სამხედრო ძალით რუსეთმა დაუჭირა მხარი", - განაცხადა ხაბურძანიამ.

ის მიიჩნევს, რომ დსთ-ში ან ახალ რეგიონულ გაერთიანებაში, რომელსაც რუსეთი შექმნის, საქართველო უნდა გაწევრიანდეს და ამით ქვეყანა "რეალურ შანსს მიიღებს, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს".