loader

ვაკის პარკის მიტოვებულ "ბავშვთა ქალაქში" მოთამაშე პატარები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაკის პარკის მიტოვებულ "ბავშვთა ქალაქში" მოთამაშე პატარები

ვაკის პარკის ტერიტორიაზე წლების წინ "ბავშვთა ქალაქი" ფუნქციონირებდა. ადგილზე, სადაც ადრე მხოლოდ ბავშვების მხიარული სიცილისა და თამაშის ხმა ისმოდა, ახლა ჭუჭყი და ანტისანიტარია სუფევს. პარკის შუაგულში მდებარე შადრევანი კი მხოლოდ 9 მაისს ირთვება. თუმცა, ასეთი გარემოს მიუხედავად, მშობლებს პატარები ვაკის პარკში გასასეირნებლად მაინც დაჰყავთ.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, გიორგი ქორქაშვილის განცხადებით, ყოფილი "ბავშვთა ქალაქის" ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება.

რა განთავსდება ტერიტორიაზე, რომელიც წლების განმავლობაში ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილი იყო, ჯერჯერობით უცნობია.