loader

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია ავტორიზაციის ცენტრთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია ავტორიზაციის ცენტრთან

ავტორიზაციის ცენტრთან აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია იმართება. ცენტრთან შეკრებილია ათეულობით სტუდენტი. აქციაზე არიან ცნობილი სახეებიც, მათ შორის, აქციას შეუერთდა ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ხელისუფლებას კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში ადანაშაულებს. თამარ ჩერგოლეიშვილი უნივერსიტეტისთვის ლიცენზიის შესაძლო ჩამორთმევას სწორედ ბენდუქიძის ფაქტორს უკავშირებს, რომლის მფლობელობაშიც არის სასწავლებელი.

აქციაზე იმყოფებიან მოძრაობა პატრიოტების წარმომადგენლები, ასევე - თეა თუთბერიძე, რომელიც კახა ბენდუქიძის დამსახურებებზე საუბრობს. მისი თქმით, უნივერსიტეტში ბენდუქიძემ ძალიან ბევრი რამ გააკეთა და რასაც ახლა განათლების სამინისტრო აკეთებს, არის სირცხვილი.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, აკრედიტაციის ცენტრში უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით სხდომა 19:00 საათზე დაიწყება. სტუდენტები აპირებენ, რომ საბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდონ. თავად აკრედიტაციის ცენტრთან კი გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები; შენობას, მიმდებარე პერიმეტრს და შესასვლელებს დაცვის სამსახურის ათეულობით წარმომადგენელი იცავს.