loader

ვანო მერაბიშვილი საზოგადოებას 19 აპრილის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო მერაბიშვილი საზოგადოებას 19 აპრილის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საზოგადოებას 19 აპრილის აქციაში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. როგორც ბრიფინგზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, წინა კვირას ევროპარლამენტის ჯგუფმა საქართველოში გამოაგზავნა წერილი, რომელსაც ხელს აწერენ სხვადასხვა ქვეყნისა და ფრაქციის წარმომადგენელები. მისი თქმით, წერილის შინაარსი საგანგაშოა.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, პირველი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ევროპარლამენტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით აქციასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე შეტანილია. მერაბიშვილის განცხადებით, აქცია იქნება მშვიდობიანი და კიდევ ერთხელ აჩვენებენ საქართველოს ხელისუფლებას და ევროპას - ქართველი ხალხის ნება არის ურყევი.

ყოფილი პრემიერის თქმით, ამ აქციას შეუერთდება ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები.