loader

მდინარეში, რომელიც შანხაის წყლით ამარაგებს, ასობით მკვდარი ღორი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მდინარეში, რომელიც შანხაის წყლით ამარაგებს, ასობით მკვდარი ღორი იპოვეს

მდინარე ჰუნპუში, რომელიც შანხაიში მიედინება, ასობით მკვდარი ღორი იპოვეს. მდინარე ჩინეთის უმსხვილეს ქალაქს მტკნარი წყლით ამარაგებს. პირველად მკვდარი ცხოველები სუნცზიანის ოლქის მაცხოვრებლებმა იპოვეს. სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა წყლიდან სულ მცირე 900 ღორის ლეში ამოიღეს.

ქალაქის მთავრობას უჭირს ახსნას, როგორ მოხვდა მკვდარი ცხოველები მდინარეში. ამჟამად, ეკოლოგიური კონტროლის სამსახური, სასმელი წყლის ხარისხს აკვირდება. შანხაის სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის ინფორმაციით, მდინარის წყლებში რაიმე სახის ეპიდემიის ნიშნები არ შეინიშნება.