loader

სოფელ ჯუგაანში დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის მძღოლი სცემეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ ჯუგაანში დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის მძღოლი სცემეს

სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში 36 წლის მამუკა აბულაშვილი რამდენიმე პირმა სცემა. როგორც ტელეკომპანია "მაესტრო" იუწყება, აბულაშვილი წინასაარჩევნოდ ლევან ბეჟაშვილის მძღოლად მუშაობდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აბულაშვილი წნორის კლინიკაში მოათავსა, სადაც მას პირველადი დახმარება ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციამ ორი პირი უკვე დააკავა.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი მათგანია სოფელ ბოდბისხევის ახლად დანიშნული გამგებელი ჯონდო გელაშვილი.