loader

"დღეს მე ვარ მსხვერპლი, ხვალ შენ გახდები" - სტუდენტების სოლიდარობა აგრარულ უნივერსიტეტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს მე ვარ მსხვერპლი, ხვალ შენ გახდები" - სტუდენტების სოლიდარობა აგრარულ უნივერსიტეტს

"თავისუფალი უნივერსიტეტის" სტუდენტები აგრარულ უნივერსიტეტს სოლიდარობას უცხადებენ და 14:00 საათზე განათლების სამინისტროსთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. ეს განცხადება სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოში გამართული აქციისას გააკეთეს.

განათლების სამინისტროსთან დაგეგმილ აქციას აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად თსუ-ს სტუდენტების ნაწილიც შეუერთდება.

ამის შესახებ სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან გამართულ აქციაზე განაცხადეს. სტუდენტებს თან ჰქონდათ ტრანსფარანტები: "დღეს მე ვარ მსხვერპლი, ხვალ შენ გახდები"; "დღეს მეც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ".