loader

ბიძინა ივანიშვილმა საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილმა საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიმართა

საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. მისი თქმით, მოხარულია, რომ მეზობელი ქვეყნის ბიზნესმენები საქართველოში ასეთი დიდი რაოდენობით ჩამოვიდნენ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ ბიზნესს შეუძლია შეავსოს ის ვაკუუმი და ნოსტალგია, რასაც ქართველები განიცდიან. ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოში დღესაც ცხოვრობენ ებრაელები, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც - ძველად.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება საქართველოში არსებულ დაბალ გადასახადებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მდებარეობასთან ერთად, საქართველოს კლიმატური პირობებიც გამოარჩევს. საქართველოს პრემიერის ინფორმაციით, დაიწყება ზრუნვა ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ასევე, მიმოსვლის ღირებულების შემცირებაზე. ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს ინფორმაცია იმ თანაინვესტირების ფონდზეც მიაწოდა, რომელიც მისი ინიციატივით იქმნება.

ორდღიანი ბიზნესფორუმი "ჰოლიდეი ინში" დღეს გაიხსნა და ხვალ დაიხურება. მათში ისრაელის 25 კომპანიის 60-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. შეხვედრას ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, ასევე ესწრებიან ეკონომიკის, ფინანსთა და შს მინისტრები, საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე.