loader

"საწყალი" რუსეთის მთავრობისთვის ტვირთია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - გულბაათ რცხილაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საწყალი" რუსეთის მთავრობისთვის ტვირთია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - გულბაათ რცხილაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევრაზიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ გადაცემა "პროვოკატორის" ეთერში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა.

"დიალოგის გარეშე ვერ მოაგვარებ პრობლემას რუსეთთან, ძალით ვერ მოაგვარებ. ვცადეთ ძალითაც, მაგრამ დანაშაულებრივი შეცდომა მივიღეთ. საერთაშორისო მანდატით იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ჯარი. ამ სამშვიდობო ჯარებიდან 60 კაცია დაღუპული. არ სჭირდებოდა იმ სამშვიდობოს რიგითი ქართველი ოჯახის გამწარება, რომ მოეკლა ვიღაცისთვის მამა ან დედა. რუსი სამშვიდობო იქ იდგა გამიჯვნისთვის. მართალია, ბევრი ამბობს დღეს, რომ რუსეთს აწყობდა ეს ომი, იმიტომ, რომ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ რუსეთს არ აწყობდა ეს აღიარება. ჩვენ ვაიძულეთ რუსეთის ხელისუფლება, სხვა გზა აღარ დავუტოვეთ საწყლებს, რადგან ტვირთია მათთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი" - აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.

იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი