loader

ვაკე-საბურთალოს ახალ გზატკეცილზე კლდის მასივი ჩამოიშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაკე-საბურთალოს ახალ გზატკეცილზე კლდის მასივი ჩამოიშალა

ვაკე-საბურთალოს ახალ გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გადაკეტილია. გზატკეცილზე, თამარაშვილის ქუჩის მხრიდან, კლდის მასივი ჩამოწვა. სახანძრო მანქანებიდან წყლის ჭავლის მისხმით მეხანძრეები კლდის ჩამორეცხვას ცდილობენ. ამასთან, მიმდინარეობს ჩამოშლილი კლდოვან-ქვიშიანი მასალის ადგილიდან გატანა.

აღნიშნულის გამო გზატკეცილზე ორივე მიმართულებით მოძრაობა დროებით გადაკეტილია. მაშველების ვარაუდით, ავტომობილების მოძრაობა ერთი საათის შემდეგ აღდგება.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია