loader

თავდაცვის მინისტრის და რიგითი ჯარისკაცის დაზღვევა გათანაბრდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის მინისტრის და რიგითი ჯარისკაცის დაზღვევა გათანაბრდა

თავდაცვის მინისტრისა და რიგითი ჯარისკაცის დაზღვევა გათანაბრდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი მარტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ყველა თანამშრომელი და რიგითი ჯარისკაცი ერთნაირი სადაზვევო პაკეტით სარგებლობს.

ახალი დაზღვევის პირობები სს სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგის" წარმომადგენლებმა დღეს, თავდაცვის უწყების თანამშრომლებს გააცნეს. მათ სტანდარტული და გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სს "ჯი პი აი ჰოლდინგი" ღია ტენდერის მიხედვით შეარჩია. კომპანია თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 11 ფილიალს მოიცავს.

სტანდარტული პაკეტი, ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირის ოჯახის წევრების დაზღვევასაც ითვალისწინებს.