loader

აკრობატი ტრიუკის შესრულების დროს 26 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აკრობატი ტრიუკის შესრულების დროს 26 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა

მოსკოვის ცირკში უბედური შემთხვევა მოხდა. 22 წლის კენიელი აკრობატი ფინალური ტრიუკის შესრულების დროს 26 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ძირს დაენარცხა. ცირკის მსახიობი ვერც უსაფრთხოების ბადემ დაიცვა - დაცემის დროს ბადე გაწყდა. მოსკოვის სახელმწიფო ცირკის დირექტორის, ედგარ ზაპაშნის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უსაფრთხოების ბადე გაიხა.

აკრობატი ხერხემლის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.