loader

14 ადამიანი, რომელმაც მკურნალობა შეწყვიტა, შიდსის ვირუსისგან მაინც განიკურნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

14 ადამიანი, რომელმაც მკურნალობა შეწყვიტა, შიდსის ვირუსისგან მაინც განიკურნა

მეცნიერები აივ-ის კვლევებში ახალ აღმოჩენას ზეიმობენ. ორი კვირის შემდეგ, რაც მისისიპელი გოგონას ვირუსისგან განკურნების ამბავი გახდა ცნობილი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ 14 ზრდასრული ადამიანი განიკურნა.

კვლევა 70 პაციენტზე ტარდებოდა, რომელთაგან ზოგიერთმა სხვადასხვა მიზეზთა გამო წამლების მიღება შეწყვიტა. მათი უმეტესობის სისხლში ვირუსის დონემ აიწია, თუმცა, იმ 14 ადამიანის სისხლში, რომელიც საშუალოდ 7 წელი აღარ მკურნალობდა ანტივირუსული თერაპიით, ვირუსის დონემ ნულისკენ დაიწია. ყველა ამ პაციენტმა წამლების მიღება ვირუსის აღმოჩენიდანვე დაიწყო და კურსს სამი წლის განმავლობაში გადიოდა.

მეცნიერები დაავადებულებს აფრთხილებენ, რომ წამლების შეწყვეტაზე არც კი იფიქრონ, რადგანაც განკურნების ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და არავინ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდება "ფუნქციონალური განკურნების" შედეგები. ამ ტერმინით მეცნიერები აღნიშნავენ შემთხვევას, როდესაც ვირუსი კვლავ პაციენტის სხეულშია, თუმცა, მისი რაოდენობა სისხლში იმდენად მცირეა, რომ მას არანაირი უარყოფითი ეფექტი არ აქვს და მკურნალობას არ საჭიროებს.


მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით

იხილეთ: ექიმებმა შიდსით დაავადებული გოგონა განკურნეს