loader

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები "ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის" პანელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები "ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის" პანელში

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის" განხილვაში მიიღო მონაწილეობა. პანელი „ბრიუსელის ფორუმის" ფარგლებში გაიმართა. თემაზე მსჯელობისას მომხსენებლები იყვნენ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ელჩი კურტ ვოლკერი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილო დუკანოვიჩი და გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუპრეხტ პოლენზი.

"ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავლის" პანელში, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო. მან რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე, ოკუპირებული ტერიტორიებისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწიელობის შესახებ ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა პანელის მომხსენებლებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ შეკითხვაც დაუსვა.

ირაკლი ალასანიას შეკითხვას ელჩმა კურტ ვოლკერმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ უპასუხეს. მათი განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების გატარება, ასევე, რეგიონალური ურთიერთობების დარეგულირება. ამ პროცესს ალიანსი გამუდმებით ადევნებს თვალყურს.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია