loader

უჩვეულო ავარია თბილისში და მძღოლის მიერ ნაცემი "მსხვერპლი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უჩვეულო ავარია თბილისში და მძღოლის მიერ ნაცემი "მსხვერპლი"

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ავარიის ამსახველი ვიდეო, რომელიც თბილისში, ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეოში ჩანს ფეხით მოსიარულე ორი მამაკაცი. ამ დროს კადრში მოულოდნელად ჩნდება მაღალი სისწრაფით მოძრავი "მერსედესი", რომელიც ბოძზე შეჯახების შედეგად ტროტუარზე ფეხით მოსიარულეთა წინ ჩერდება. შეჯახებისას მანქანიდან მომძვრალი ნაწილი ერთ-ერთ გამვლელს ხვდება. ამის შემდეგ მანქანიდან მძღოლი გადმოდის და ფეხით მოსიარულე მამაკაცს, რომელიც რამდენიმე წამის წინ ლამის იმსხვერპლა, ცემას უწყებს.

ვიდეოს არ ახლავს აღწერილობა, როდისაა გადაღებული ან რომელი მხარეა ინციდენტში დამნაშავე, თუმცა ფაქტი ნამდვილად უცნაურია.