loader

აჭარის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

აჭარის სანაპიროებზე ზღვის შტორმის 4-ბალიანი სიმძლავრე დაფიქსირდა, ხოლო ქარის სიმძლავრე 20 მ/წმ. უსაფრთხოების გამო ყველა სახის საზღვაო ტრანსპორტი ბათუმის იახტკლუბშია თავმოყრილი.

ამის შესახებ "პალიტრა ტვ"-ს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, 4-ბალიანი შტორმი ზღვის ძლიერ ღელვას ნიშნავს, თუმცა რაიმე სახის ზარალი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.