loader

გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატებმა სასამართლოს საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატებმა სასამართლოს საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართეს

კომპანია "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართეს.

ადვოკატებმა გელა ნიკოლაიშვილმა და ირმა ჭკადუამ სააპელაციო სასამართლოში განცხადება შეიტანეს და ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, საქმის ხელახლა გადახედვა მოითხოვეს.

ამასთან, ცნობილი ხდება ისიც, რომ საქმის მთავარმა მოწმეებმა ჩვენება შეცვალეს, თუმცა ადვოკატები ამ თემაზე ჯერ ღიად არ საუბრობენ.