loader

მე და ღარიბაშვილი ერთ რამეში ვგავართ: არცერთს არ გვაქვს გამართული მეტყველება - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მე და ღარიბაშვილი ერთ რამეში ვგავართ: არცერთს არ გვაქვს გამართული მეტყველება - ვანო მერაბიშვილი

მე და დღევანდელი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ერთ რამეში ვგავართ ერთმანეთს: არცერთს არ გვაქვს გამართული მეტყველება, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას. მერაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დროთა განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი მიხვდება, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის ხელისუფლების უარი ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე. მომიყვანეთ თუნდაც ერთი მაგალითი, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრზე ან პარლამენტარზე განახორციელა ზეწოლა, რათა ის გადასულიყო მმართველ პარტიაში. აქ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პატარა ძალადობა დღეს მოგვცემს გაცილებით დიდ ძალადობას ხვალ, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია