loader

18 წლის მკვლელმა სასამართლო დარბაზში მოკლულის ოჯახს შუათითი უჩვენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

18 წლის მკვლელმა სასამართლო დარბაზში მოკლულის ოჯახს შუათითი უჩვენა

18 წლის ტომას ტიჯეი ლეინს, რომელმაც 2012 წლის 27 თებერვალს ოჰაიოს ერთ-ერთ სკოლაში სასაკლაო მოაწყო, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სროლის შედეგად სამი მოსწავლე დაიღუპა, კიდევ სამი დაიჭრა. სასამართლო პროცესზე ლეინი გამაღიზიანებლად იქცეოდა: ის პროცესზე გამოცხადდა მაისურით, რომელსაც ეწერა "Killer" (მკვლელი) და დაღუპულების ნათესავებს მომღიმარი სახით უყურებდა. თუმცა არც ეს იკმარა და მოკლულის ოჯახის წევრებს შუათითი უჩვენა.

ლეინმა სასიკვდილო განაჩენს თავი დააღწია, ვინაიდან მაშინ, როდესაც დანაშაული ჩაიდინა, მხოლოდ 17 წლის იყო.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სამუდამო პატიმრობის განაჩენი გამოაცხადა და სიტყვა ბრალდებულს გადასცა, ლეინმა დაღუპულების ნათესავებს უთხრა, რომ მას ამ სამი მკვლელობის გახსენება მხოლოდ კმაყოფილების გრძნობას უღვიძებს. თავისი სიტყვა კი შემდეგი ფრაზით დაამთავრა: F**k all of you და დაღუპულების ოჯახის წევრებს შუათითი უჩვენა.

2012 წლის 27 თებერვალს, დილის 7:30 საათზე, ტომას ლეინი შარდონში სკოლის სასადილოში შევარდა და სროლა დაიწყო. მიღებული ჭრილობებისგან 16 წლის დენიელ პარმერტოვი, 16 წლის დიმიტრიეს ჰიულინი და 17 წლის რასელ კინგი გარდაიცვალნენ.