loader

მთავარი პროკურატურა ბათუმელი მოშიმშილეების მოთხოვნას იკვლევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავარი პროკურატურა ბათუმელი მოშიმშილეების მოთხოვნას იკვლევს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ბათუმელი მოშიმშილეების მოთხოვნის, პროკურორ ავთანდილ კილაძის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს. ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარედ კარავში მყოფ მოშიმშილეებს მთავარი პროკურატურის გამომძიებლები შეხვდნენ.

როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა დემეტრე გრიგალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი პროკურატურისთვის ცნობილი გახდა ბათუმელი მოქალაქეების საჩივარი აჭარის პროკურორთან დაკავშირებით. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით ჯგუფი თბილისიდან ჩამოვიდა.

მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლის, შოთა კაკულიას თქმით, დაახლოებით სამი კვირის წინ მთავარი პროკურორის ბრძანებით შეიქმნა 12-კაციანი კომისია, რომელიც პროკურატურის თანამშრომლებთან დაკავშირებით არსებულ საჩივრებს შეისწავლის.

ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარედ კარავში მეხუთე დღეა, რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. მოქალაქეების მოთხოვნაა აჭარაში მომუშავე ზოგიერთი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლება და სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.