loader

შეგინება არა, სხვა ემოცია იყო - აკაკი მინაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეგინება არა, სხვა ემოცია იყო - აკაკი მინაშვილი

უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ანი მიროტაძის მისამართით გინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მედიის არასწორ ინტერპრეტაციას უკავშირებს და ამბობს, რომ მისი "ემოცია" არ ეხებოდა საპარლამენტო დებატებს და მით უმეტეს, კონკრეტულ პირს.

"შეგინება არ იყო, სხვა გარკვეული ემოცია იყო. საკმაოდ მძაფრი ემოცია, რომელიც მინდა გითხრათ, რომ არ ეხებოდა საპარლამენტო დებატებს ან იქ განხილულ საკითხებს და მით უმეტეს, არ იყო კონკრეტული ადამიანის მიმართ. თუ ვინმეს შეექმნა ასეთი შთაბეჭდილება, ეს მხოლოდ შემთხვევითობამ და ეთერში კადრების მიმდევრობამ განაპირობა", - ამბობს "პალიტრა ტვ"-სთან სატელეფონო საუბარში მინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კადრებში, რომელიც პირდაპირ ეთერში "მეორე არხის" ეთერით გადაიცემოდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანი მიროტაძის გამოსვლის დროს ჩანს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის მიმიკა. პირის მოძრაობის მიხედვით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგა ქალბატონს შეაგინა.

იხილეთ: აკაკი მინაშვილმა ანი მიროტაძეს შეაგინა?