loader

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე წვრთნები - Agile Spirit 2013 გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე წვრთნები - Agile Spirit 2013 გრძელდება

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების - Agile Spirit 2013-ის ფარგლებში, სწავლების მონაწილეებმა დღეს საცეცხლე მომზადება გაიარეს.

პრაქტიკული სავარჯიშოები ავტომატური იარაღებიდან, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან, ტყვიამფრქვევებიდან, დაზგის ავტომატ-ყუმბარმტყორცნებიდან და ნაღმმტყორცნებიდან მიმდინარეობდა.

საცეცხლე მომზადების შემდეგ დაგეგმილია ტაქტიკური სწავლებები, რომელიც დასრულდება ერთობლივი ქართულ-ამერიკული შემაჯამებელი წვრთნით. ტაქტიკური სწავლებების დროს სამხედროები ისეთ ოპერაციებს შეასრულებენ, რომლებსაც ISAF-ის ეგიდით სამხედროები ავღანეთში ასრულებენ.

ქართულ-ამერიკული სწავლება Agile Spirit 2013-ის აქტიური ფაზა დაიწყო 18 მარტს და 29 მარტს დასრულდება, ხოლო წვრთნები 5 აპრილს დასრულდება.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია