loader

არ მინდა ვატკინო მუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გვტკენდნენ - დავით უსუფაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ მინდა ვატკინო მუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გვტკენდნენ - დავით უსუფაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილების სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას საჭიროდ არ მიიჩნევს, უმცირესობის წევრებს კი მოუწოდებს, "ყოველგვარი სპექტაკლების" გარეშე პროცესში თანამონაწილეობას დათანხმდნენ.

როგორც დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, ცვლილებების მიღებამდე სარეიტინგო კენჭისყრის დანიშვნის ლოგიკური საჭიროება არ არსებობს, ამის მიზეზი კი არის ის, რომ პარლამენტი არა პროექტის ორ განსხვავებულ ვარიანტს, არამედ ერთ დოკუმენტს განიხილავს.