loader

პატრულმა საგზაო წესების დარღვევისთვის გაჩერებულ მანქანაში უკანონო იარაღი იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრულმა საგზაო წესების დარღვევისთვის გაჩერებულ მანქანაში უკანონო იარაღი იპოვა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ბიჭიკო რ. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებული 21 მარტს თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე, ორ მეგობართან ერთად "მერსედესის" მარკის ავტომანქანით მოძრაობდა, რომელსაც მართავდა გრიგოლ ხ. საპატრულო პოლიციამ აღნიშნული ავტომანქანა მანევრირების წესების დარღვევის გამო გადამოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც ბიჭიკო რ-მ იარაღის გადამალვა სცადა, რაც შეამჩნია პატრულის თანამშრომელმა. სამართალდამცველებმა ავტომანქანის დათვალიერებისას "ჩე-ზე"-ს სისტემის პისტოლეტი და 14 ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლის (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.