loader

რა კავშირია ტუალეტსა და ოკუპაციას შორის? - ექსპერტის უცნაური ასოციაცია გადაცემა "აქცენტებში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა კავშირია ტუალეტსა და ოკუპაციას შორის? - ექსპერტის უცნაური ასოციაცია გადაცემა "აქცენტებში"

ეკა კვესიტაძის გადაცემა "აქცენტების" 22 მარტის გამოშვებაში, ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ტერმინ ოკუპაციაზე და მის უჩვეულო ასოციაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტერმინი გაცვეთილი და არაადექვატურია იმ ვითარებისა, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება: "occupied - ეს სიტყვა თვითმფრინავშიც ინთება მაშინ, როცა მგზავრი შედის ტუალეტში. ამიტომ, იმ უბედურების აღსაწერად რაც ჩვენ გვჭირს, სხვა ტერმინი უნდა გამოვიყენოთ" - განმარტა ექსპერტმა.

ტერმინის უჩვეულო განმარტებამ ეკა კვესიტაძის გაოცება გამოიწვია და როცა მან ამ უჩვეულო ასოციაციის უფრო დაწვრილებით ახსნა ითხოვა, ექსპერტის პასუხს მისი რამდენიმეწამიანი სიცილი მოჰყვა კადრს მიღმა.