loader

ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა

ძლიერმა ქარმა გორში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ერთ-ერთი შემთხვევისას, კომბინატის დასახლებაში, ხუთსართულიან კორპუსს ძლიერმა ქარმა თუნუქის სახურავი გადახადა, რომლის ნაწილი "მერსედესის" მარკის ავტომანქანას დაეცა. ავტომანქანის მძღოლი ალექსი ამირიძე სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ აღნიშნული კორპუსის გადახურვა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის არჩევნებამდე მოხდა. მოსახლეობა უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. მათი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობდა ხალხის გულის მოგების მიზნით ნაჩქარევად ჩაეტარებინა სამუშაოები, რაც ხარისხზე აისახა.