loader

"ხელოვნების სახლის" პროექტი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელოვნების სახლის" პროექტი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის

"ხელოვნების სახლის" საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში ფონდ "მომავლის გზაში" გაწევრიანებული მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები ინგლისურს, თექის დამუშავებასა და სხვა სახელოვნებო დარგებს შეისწავლიან.

პირველი გაკვეთილი დღეს ჩატარდა. მოზარდებთან ერთად თექის დამუშავებით ფონდ "მომავლის გზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინელი ჭანკვეტაძეც დაინტერესდა.

თექის დამუშავებას მოზარდებს "ხელოვნების სახლის"დამფუძნებელი და დიზაინერი ანა ჩანგიანი შეასწავლის. "ხელოვნების სახლი" მსგავსი საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.