loader

ეკლესია მუდამ იქნება სულიერი ძალა, რომელიც თავმდაბლად მოემსახურება საქართველოს - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკლესია მუდამ იქნება სულიერი ძალა, რომელიც თავმდაბლად მოემსახურება საქართველოს - ილია მეორე

საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება სულიერი ძალა, რომელიც მოემსახურება ჩვენს საქართველოს, - ამის შესახებ სამების ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

სამების ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი მიმდინარეობს. პარაკლისს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. ტაძარში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

პარაკლისის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ, გაიხსენა ისტორია.

უწმინდესმა ბრძანა, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მეხუთე საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიისგან მიიღო, მაგრამ 1811 წელს რუსეთის ხელისუფლებამ კვლავ წაართვა საქართველოს ავტოკეფალია და ერეკლე მეორის შვილი, ანტონ მეორე გაიწვიეს საქართველოდან.