loader

საზარელი მკვლელობა თბილისში - ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე დანით მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი მკვლელობა თბილისში - ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე დანით მოკლა

20 მარტს ორხევის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე საკუთარ ავტომანქანაში დანით მოკლა. მოგვიანებით, ამავე მანქანით, ცხედრიანად მივიდა პოლიციაში და სამართალდამცველებს ჩაბარდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

მოკლული თბილისის მე-3 ბაგა-ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ამავე ბაღში ამ დრომდე მუშაობს მოკლულის დედამთილი, რომლის გათავისუფლებასაც აღნიშნული ფაქტის გამო აღსაზრდელების მშობლები მოითხოვენ.