loader

ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.

სტრასბურგში ორმხრივი შეხვედრა გენერალური მდივნის ოფისში ხელმოწერის ცერემონიით დაიწყო. ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს: ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების, კონფისკაციისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ კონვენციას; კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის დამატებით ოქმს; სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების ევროპული კონვენციის მეორე დამატებით ოქმს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი დრაგონმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანდასწრებით, ხელი მოაწერა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს გაერთიანებულ პროგრამას ჯანდაცვის კუთხით საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია