loader

"შუშის ბავშვები" - 10 წლის ტყუპის არაბავშვური ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შუშის ბავშვები" - 10 წლის ტყუპის არაბავშვური ისტორია

10 წლის ტყუპი დები, ანი და მარიამ ქესანაშვილები, სხვა ბავშვებს არ ჰგვანან. თანატოლებისგან განსხვავებით, მათთვის სირბილი და თამაში არ შეიძლება. ისინი ე.წ. შუშის ბავშვები არიან. ტყუპის დეიდის თქმით, გოგონებს არასრულყოფილი ოსტეოგენეზი გენეტიკურად დედისგან გამოჰყვათ.

მარიამს წელს უკვე მეათე მოტეხილობა აქვს. დისგან განსხვავებით, ანის მხოლოდ ერთხელ აქვს კიდური მოტეხილი, თუმცა მას ხერხემალზე გაუჩნდა პრობლემა.

გოგონების დედა, 46 წლის მედიკო ქირია, მშობიარობის შემდეგ, ინსულტის გამო ლოგინადაა ჩავარდნილი. ბავშვები 4 წლისანი იყვნენ, როცა ფატიმამ მატერიალური მდგომარეობის გამო და სამეგრელოში მშობლებთან გააგზავნა. მას შემდეგ ტყუპი დები დედას მხოლოდ არდადეგებზე ხედავენ.

ბოლო ხუთი წელია, ტყუპი დები დეიდასთან ერთად ელიას მთაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება და მათი ყოველთვიური შემოსავალი 102 ლარია. სახელმწიფო და დაზღვევა ბავშვებს მკურნალობის ხარჯებს არ უნაზღაურებს.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია