loader

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულები ხელმძღვანელობისგან სახელფასო დავალიანების გასტუმრებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

20-მდე თანამშრომელი აცხადებს, რომ სამი თვეა, ხელფასი არ მიუღიათ და არ აქვთ სამუშაო პირობები, რის გამოც ხშირად ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ და მკურნალობის ფინანსური საშუალება არ გააჩნიათ.

გაფიცულთა ინფორმაციით, დირექცია მათ მოთხოვნებზე პასუხობს, რომ ჩასატარებელია ტენდერი, რათა შეკვეთა მიიღონ, შესაბამისად, იყოს სამუშაო და თანამშრომლებს ხელფასი მიეცეთ.