loader

"ა, სააკაშვილს ოქროს ქვიშა უნდა?" - პრეზიდენტი შტორმით დაზიანებულ ბათუმის ბულვარში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ა, სააკაშვილს ოქროს ქვიშა უნდა?" - პრეზიდენტი შტორმით დაზიანებულ ბათუმის ბულვარში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ახალი ბულვარი დაათვალიერა და წერეთლის ქუჩაზე ძლიერი ქარის მიერ დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა. პრეზიდენტი ბათუმის მერ ჯემალ ანანიძესთან ერთად სანაპირო ზოლზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს გაესაუბრა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ბათუმს შველა სჭირდება, რათა დაზიანებული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს და დაწყებული ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდეს.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ვიღაცების ჯინაზე არ უნდა გადავაყოლოთ ქალაქის ინფრასტრუქტურა. მიხეილ სააკაშვილმა ოქროს ქვიშებთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვიღაცები ამბობენ, რომ ეს სააკაშვილის მორიგი ახირება იყოო.

"პროექტი იყო სანაპიროს შემოფარგვლა, რომ სანაპირო წყლისაგან დაცული იყოს. მერე შიგნით გინდ ქვიშა დაყარე და გინდ სხვა. ვინაიდან ქვიშა ვახსენეთ, ვიღაცამ თქვა, აი, სააკაშვილს ოქროს ქვიშა უნდა, ეს სააკაშვილის მორიგი ახირებაა? მოდი, ახლა ეს პროექტი მთლიანად გავაჩეროთ. ჯერჯერობით ეს პროექტი არის ჩაკარგული. იმედი მაქვს, რომ ეს არის გაუგებრობა იმიტომ, რომ ეს პროექტი არის ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ოქროს ქვიშა. ეს პროექტი არის, რომ წყალმა არ წაიღოს ბათუმი. ყველამ ვიცით, რომ ეს პროექტი შეჩერდა, რომ ეჭვის თვალით უყურებენ ჩემს ჯინაზე. დაივიწყეთ ჩემი არსებობა, ამ შტორმმა გაგვახსენოს ყველას, რომ ამ ქალაქს ემუქრება ზღვისგან წაღების საფრთხე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე იხილეთ:

- 5-ბალიანი შტორმი ბათუმში - დატბორილი ქუჩები და დაზიანებული ბულვარი

- უზარმაზარი ტალღები ქობულეთის სანაპიროზე - შტორმი შავ ზღვაში