loader

"რომ არა 26 მაისი, 1-ელი ოქტომბრის გამარჯვება არ დადგებოდა" - ნინო ბურჯანაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომ არა 26 მაისი, 1-ელი ოქტომბრის გამარჯვება არ დადგებოდა" - ნინო ბურჯანაძე

მე რომ სხვაგვარად მოვქცეულიყავი, მაშინ 26 მაისი არ იქნებოდა ალბათ ის 26 მაისი, რომელიც იყო. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მოვიდოდა და "ნაციონალური მოძრაობა" დარჩებოდა ხელისუფლებაში 30 წელი, - ამის შესახებ პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, 26 მაისი იყო თავგანწირული ადამიანების ბრძოლა ქვეყნის დამღუპველი რეჟიმის წინააღმდეგ. "მე ვამაყობ, რომ ჩვენ ამით ჩავდექით იმ ჩვენი სახელოვანი წინაპრების რიგში, რომლებიც არ ეპუებოდნენ თავისზე უფრო მრავალრიცხოვანი, უფრო კარგად შეიარაღებული, უფრო ძლიერი მტერის წინააღმდეგ ბრძოლას",-განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, რატომ არ დარჩა ის დარბევის დროს ბოლომდე, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ გამოვიდა ყველაზე ბოლოს, მაშინ, როდესაც მისი ესკორტის მანქანებს "სპეცნაზი პრაქტიკულად უკან მიადგა".

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის ამაყობს, რომ 26 მაისს "რუსთაველის გამზირზე იყო, რადგან 26 მაისმა განაპირობა 1-ელი ოქტომბრის გამარჯვება. "რომ არა 26 მაისი, ეს გამარჯვება არ დადგებოდა. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა",- დასძინა ნინო ბურჯანაძემ.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია