loader

ავარიის შედეგად მოგლეჯილი ბოძი მძღოლს ავტობუსის სალონში დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარიის შედეგად მოგლეჯილი ბოძი მძღოლს ავტობუსის სალონში დაეცა

ამ მამაკაცს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ადამიანი. საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობუსში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერამ დააფიქსირა. ავტობუსის მძღოლი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, როდესაც ავარიის შედეგად მოგლეჯილი გარე განათების ბოძი პირდაპირ საქარე მინაში შევარდა და მამაკაცს ზედ დაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ მძღოლს ელენთა დაუზიანდა, მან ავტობუსი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა, 26 მგზავრის ევაკუაცია მოახდინა და პოლიციასაც დაუკავშირდა. ამჟამად გმირი მძღოლი ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.