loader

საია აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საია აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განაცხადა, იმედი აქვთ, რომ პროკურატურა აღნიშნულის შესაბამის შუამდგომლობას დააყენებს, თუკი გამოძიებით დადასტურდება, რომ თელიას ქმედება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

მისივე განმარტებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოპოვებულ იქნეს დამატებითი ინფორმაციაც. კერძოდ, კოჟორიძის განცხადებით, მომხდარი ინციდენტი უნდა დაეფიქსირებინა შემთხვევის ადგილზე განთავსებულ აფთიაქთან დამონტაჟებულ ვიდეოთვალს.

პრესკონფერენციაზე კოჟორიძემ აღნიშნა ისიც, რომ მათი მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევის ან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის დადასტურების შემთხვევაში საია მზად არის, კანონით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხადოს.