loader

სოსო პავლიაშვილი ქართველი ბიზნესმენის მკვლელობაშია ბრალდებული? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოსო პავლიაშვილი ქართველი ბიზნესმენის მკვლელობაშია ბრალდებული?

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა - ამ ინფორმაციას რუსული ტელეკომპანია НТВ, მეცხრე არხზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქმე ეხება ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობას. ბიზნესმენი 2012 წლის ნოემბერში მოკლეს და გავრცელდა ვერსია, რომ მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა სოსო პავლიაშვილი, რომელიც ადუაშვილის მეგობარი იყო.

ამასთან, მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკავებულია პავლიაშვილის სიძე, გვარად ჩხაპელია და კიდევ ხუთი პირი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ჩვენებში მკვლელობის შემკვეთად სოსო პავლიაშვილი სახელდება. თვითონ მომღერალი, ბრალდებებს უარყოფს და მათ აბსურდულს უწოდებს. პავლიაშვილის თქმით, ადუაშვილი მისი საუკეთესო მეგობარი იყო.

ასევე იხილეთ: ერთ-ერთ ჩვენებაში არის მინიშნება პავლიაშვილთან დაკავშირებით - არჩილ კბილაშვილი