loader

გაზგასამართ სადგურზე შეიარაღებულ ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაზგასამართ სადგურზე შეიარაღებულ ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს

ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ჯაშარ კ, 1981 წელს დაბადებული მალხაზ ს, 1990 წელს დაბადებული სალიბეგ გ. და 1976 წელს დაბადებული ედუარდ ნ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დღეს, 30 მარტს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, ავტომატით, პისტოლეტებითა და დანებით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პიროვნება მარნეულის შესასვლელში მდებარე გაზგასამართ სადგურში შეიჭრა, რა დროსაც ადგილზე ორი ოპერატორი იმყოფებოდა. ბოროტმოქმედებმა 4 ათას ლარზე მეტი თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა თავდამსხმელების თანამზრახველი, ტაქსის მძღოლი ედუარდ ნ. ცხელ კვალზე, შემთხვევიდან ერთ საათში, გაზგასამართი სადგურიდან 2 კილომეტრში, ხოლო სამივე ბოროტმოქმედი მარნეულთან ახლოს, საავტომობილო მაგისტრალზე დააკავეს.

დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა "ა-კა-ეს"-ის ტიპის ავტომატური იარაღი 29 ვაზნით, ბარაბნიანი პისტოლეტი 4 ვაზნით, პისტოლეტი ერთი მჭიდით, დანები, ფულადი თანხა და ნიღბები ამოიღეს. "ოპელი"-ს მარკის ავტომობილიდან, რომელიც თავდამსხმელებმა გადაადგილებისთვის გამოიყენეს, ამოღებულია "ერ-გე-დე"-ს ტიპის ხელყუმბარა.