loader

"კეთილმა სამარიტელმა" ლიანდაგში ჩავარდნილი მამაკაცი გადაარჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კეთილმა სამარიტელმა" ლიანდაგში ჩავარდნილი მამაკაცი გადაარჩინა

"კეთილ სამარიტელად" წოდებულმა, ფილადელფიის 32 წლის მკვიდრმა კრისტოფერ კნაფელკმა საკუთარ ქალაქში გმირის სახელი მოიპოვა, მას შემდეგ, რაც მეტროში ადამიანი გადაარჩინა. იგი უბედური შემთხვევის თვითმხილველი გახდა: მეტროს მგზავრს ბაქანზე ფეხი დაუცდა და ლიანდაგში ჩავარდა. სუსტი აღნაგობის კრისტოფერი ამის დანახვისთანავე ჩახტა ლიანდაგზე სიცოცხლის რისკის ფასად - მატარებელი ყოველ 7 წუთში ერთხელ შედის ბაქანზე, ასე რომ ამის გათვალისწინებით მისი საქციელი ნამდვილი თავგანწირვა იყო. მან გონდაკარგული მამაკაცის ამოყვანა სცადა, თუმცა მსხვერპლი კრისტოფერზე გაცილებით მძიმეწონიანი იყო და მარტომ ვერ მოახერხა. ამასობაში მეტროსადგურის დაცვამ სამაშველო სამსახური გამოიძახა და მომავალ მატარებელს საგანგაშო გაფრთხილება გაუგზავნა.

ლიანდაგში ჩავარდნილი მამაკაცი გადარჩა. იგი მძიმე მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე იხილეთ:

ლიანდაგზე ჩავარდნილ მამაკაცს, რომელიც თავდამსხმელმა გაძარცვა, მატარებელმა გადაუარა

ფილადელფიის მეტროში სათვალთვალო კამერამ შემზარავი ფაქტი დააფიქსირა