loader

ოზურგეთის მცხოვრებმა ეზოში მეოთხე საუკუნის სამარხი აღმოაჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოზურგეთის მცხოვრებმა ეზოში მეოთხე საუკუნის სამარხი აღმოაჩინა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მეოთხე საუკუნით დათარიღებული სამარხი იპოვეს. სარკოფაგი ამავე სოფელში მცხოვრებმა ნინო რამიშვილმა საკარმიდამო ნაკვეთში საგაზაფხულო სამუშაოებისას იპოვა და ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელობას აცნობა.

უნიკალური ძეგლი, სავარაუდოდ, მეოთხე-მეექვსე საუკუნით თარიღდება. მასალის შესწავლის შემდეგ, არ არის გამორიცხული, მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდეს.

ექსპედიციის ხელმძღვანელ ვაჟა სადრაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საფლავის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა დაიწყება შესაძლოა, ტაძრის ნანგრევებსაც მიაგნონ.

მსგავსი საფლავი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ვაშნარის ტერიტორიაზეც იპოვეს.