loader

იუსუფელის კაშხალი ტაო-კლარჯეთის ქართულ ძეგლებს წალეკვით ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იუსუფელის კაშხალი ტაო-კლარჯეთის ქართულ ძეგლებს წალეკვით ემუქრება

თურქული გამოცემა HurrietDailyNews სტატიას აქვეყნებს, სათაურით "იუსუფელი - უნიკალური ადგილი მოსანახულებლად". სტატიის ავტორი შავი ზღვის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებით, პარხალითა და ოთხთას ეკლესიით მოხიბლულია და ამ ძეგლების მონახულებას სხვა ტურისტებსაც ურჩევს.

თუმცა, იქვე დასძენს, რომ ვინც ამ ძეგლების მონახულებას დაგეგმავს, უნდა იჩქაროს, რადგან 2018 წლის მაისისთვის ეს ძეგლები და მიმდებარე ტერიტორიები წყალქვეშ აღმოჩნდება. მათ გაანადგურებს იუსუფელის კაშხალი, რომლის მშენებლობაც სწორედ იმ დროისთვის დასრულდება. "იუსუფელის კაშხალი მსოფლიოში სიმაღლით მესამე და თურქეთში ყველაზე მაღალი იქნება. კაშხალიდან გადმომავალი წყალი წალეკავს ამ უნიკალურ ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს", - წერს სტატიის ავტორი.

იუსუფელში დღემდეა შემორჩენილი კავკასიძეების საგვარეულო ციხე. პარხალის და ოთხთა ეკლესიის გარდა, წყალი ამ სიძველესაც დაფარავს.

ეს კადრები ტაო-კლარჯეთში 2012 წლის შემოდგომაზე "პალიტრა ტვ"-მ გადაიღო. ისტორიული ძეგლების მძიმე მდგომარეობაზე მაშინ ჩვენ რამდენიმე რეპორტაჟიც მოვამზადეთ. ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ტაძრებს დაგუბებული ჭოროხის წყალი ნესტით 2018 წლამდეც გაანადგურებს.

ასევე იხილეთ:

მოგზაურობა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში - ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ქართველი მომლოცველები თურქეთში ახლადაღმოჩენილ ქართულ სამონასტრო კომპლექსში

ქაჯის ციხე თურქეთის ჯავახეთში