loader

ჩეჩნები ვერ ენდობიან გამოძიებას ლაფანყურთან დაკავშირებით - უჩა ნანუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩეჩნები ვერ ენდობიან გამოძიებას ლაფანყურთან დაკავშირებით - უჩა ნანუაშვილი

ჩეჩენი ლტოლვილები და ქისტები ვერ ენდობიან იმ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურაში, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რადიო "პალიტრას" (103.9) გადაცემა "რეზიუმეში". ნანუაშვილის თქმით, ამ მიზეზით სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, მიემართა წინადადებით საქართველოს პარლამენტისთვის, რათა შეიქმნას დამოუკიდებელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელთანაც ითანამშრომლებენ ჩეჩნური დიასპორის და ქისტების თემის წარმომადგენლები. რჩება შთაბეჭდილება და ერთგვარი შიში, რომ ის გამომძიებლები, რომლებიც ადრე იძიებდნენ ამ საქმეს, ახლაც არიან ჩართული ამ საქმეში, ამიტომ ამ ხალხის უნდობლობა არ არის საფუძველს მოკლებული, - განაცხადა ნანუაშვილმა.