loader

"დაისაჯონ კერვალიშვილ-რჩეულიშვილები" - ხმაურიანი აქცია "ცენტრ პოინტის" ოფისთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაისაჯონ კერვალიშვილ-რჩეულიშვილები" - ხმაურიანი აქცია "ცენტრ პოინტის" ოფისთან

კომპანია "ცენტრ პოინტის" ოფისთან დაზარალებულთა აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ისინი რამდენიმე დღე დაელოდებიან კომპანიის წარმომადგენლების დაპირებას მათი პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი არ დაიწყება პრობლემების მოგვარება, 10 აპრილს მთავარ პროკურატურასთან გაიმართება გამაფრთხილებელი აქცია, 20 აპრილს კი ფართომასშტაბიანი აქცია დაიგეგმა პროკურატურასთან. დაზარალებულები კიდევ ერთხელ მოითხოვენ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლების, მათ შორის, მაია რჩეულიშვილის, რუსუდან კერვალიშვილისა და სხვა პირთა დაპატიმრებას.

აქცია დღეს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე "ცენტრ პოინტის" ოფისთან 13.00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები მათი პრობლემების მოგვარებასთან ერთად ითხოვდნენ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლების დაპატიმრებას, მათი ქონებისა და ფულადი სახსრების დაყადაღებას შემდგომი რეალიზების მიზნით, რათა ეს თანხა შენობების დასრულებას მოხმარდეს.

აქციის მონაწილეებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი, დირექტორის მოადგილე ირაკლი დარასელია, რომელიც აქციის მონაწილეებს პრობლემების მოგვარებას დაპირდა. მისი თქმით, ხვალიდან დაიწყება პროცედურები და მოხდება საცხოვრებელი ფართების მოქალაქეებისთვის დარეგისტრირება, მათ კი, ვისაც თანხა არ სჭირდება, ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ. ხოლო ვისაც კონტრაქტი გაფორმებული არა აქვს "დექსუსთან" და კონტრაქტი გაფორმებული აქვს "ცენტრ პოინტთან", ისინი დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდებიან.