loader

რუსთავის პოლიციას "ნარკოტიკის ჩადებაში" ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავის პოლიციას "ნარკოტიკის ჩადებაში" ადანაშაულებენ

რუსთავის პოლიციას "ნარკოტიკის ჩადების" გზით კანონდარღვევის ინსცენირებაში ადანაშაულებენ. რუსთავში, კოსტავას #15-ის მცხოვრებლები ყვებიან, რომ 1-ლი აპრილის ღამეს ეზოში ორი პირი, ელგარ მამედოვი და ნიკა ხვედელიძე დააკავეს. ოპერაციის მიმდინარეობისას თვითმხილველებმა მოისმინეს პოლიციელების რეპლიკები, რომ ძირს დაგდებული ნარკოტიკი იპოვეს. მათივე თქმით, მოგვიანებით გამოძიებამ განსხვავებული ვერსია გააჟღერა, რომლის მიხედვითაც, ელგარ მამედოვს ნარკოტიკი ჯიბეში აღმოუჩინეს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი ნიკა ხვედელიძე მეორე დილით გაათავისუფლეს, ელგარ მამედოვი კი ამ დრომდე რუსთავის დროებითი დაკავების იზოლატორში რჩება.

შსს-ს ინფორმაციით, მამედოვის დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვითაც, ეჭვმიტანილმა ჰეროინი შეიძინა. მას 260-ე მუხლით ბრალი უკვე წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წარსულში ნასამართლევ მამედოვს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.